saqarTvelos mdinareebi - Caqviswyali
ტერიტორიული ერთეულები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი |
სიგრძე | 25.2 კმ |
აუზის ფართობი | 176 კმ² |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1295 მ. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 25,2 კმ, აუზის ფართობი 176 კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ3/წმ. მისი შენაკადებია დონისის წყალი; მტირალას წყალი; ხალას ღელე; მეჩხერი.